HOME

Main navigation
Models
911
Porsche Centre Tbilisi

Porsche Centre Tbilisi

მადლობას გიხდით თბილისის პორშეს ცენტრის საიტზე შემობრძანებისათვის.

შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ – პორშეს ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში, დაარსდა 2010 წელს და შედის „თეგეტა მოტორსის“ კომპანიათა ჯგუფში.

ჩვენი კომპანია სთავაზობს ქართველ ავტომფლობელებს „პორშეს“ უახლესი სამოდელო რიგის მთელ სპექტრს.

გეპატიჟებით ჩვენ ახალ შოურუმში, რომელიც მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივანზე, „თეგეტა მოტორსის“ სათაო ოფისში, სადაც ჩვენი კონსულტანტები მოხარული იქნებიან დაგეხმარონ თქვენი სასურველი მოდელის შერჩევასა და თქვენი მოთხოვნების მიხედვით ინდივიდუალიზაციაში.

ვემყარებით რა „თეგეტა მოტორსის“ 15–წლიან წარმატებულ გამოცდილებას ავტომობილების სერვისის სფეროში და თანამედროვე სერვის–ცენტრების უმსხვილეს ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გთავაზობთ უმაღლესი დონის სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს თქვენი ავტომობილისათვის.

ჩვენი ტექნიკური სპეციალისტები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას გერმანელი კოლეგების ხელმძღვანელობით, რათა „პორშეს“ თითოეულმა მფლობელმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება პირველივე მოთხოვნისთანავე.

საუკეთესო სურვილებით,

შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“
ს/კ 401950938
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი
მე–12 კილომეტრი
ტელ: 244–444
ფაქსი: 244–444 /1219
ელ. ფოსტა: info@tpv.ge